ნინო წილოსანი - ნამდვილი ავტოკრატი პრეზიდენტი სწორედ ასეთია - მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა სწორი, ხოლო ყველა სხვა კვალიფიციური ინსტიტუტების პოზიცია გვერდით უნდა გადაიდოს

ნამდვილი ავტოკრატი პრეზიდენტი სწორედ ასეთია - მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა სწორი, ხოლო ყველა სხვა კვალიფიციური ინსტიტუტების პოზიცია გვერდით უნდა გადაიდოს, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ შედგა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს უნდა გავახსენოთ, რომ მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილება „საბედნიეროდ, მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს“.

"პრინციპში სალომე ზურაბიშვილის “კომპეტენცია“, მისი ცოდნა იურისპრუდენციაში, ლოგიკა და გადმოცემის უნარი ისეთი დიადი და მასშტაბურია, რომ არჩევნების შეფასების მხოლოდ მისეულ შეჯამებას უნდა ვენდოთ.

ნამდვილი ავტოკრატი პრეზიდენტი სწორედ ასეთია - მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა სწორი, ხოლო ყველა სხვა კვალიფიციური ინსტიტუტების პოზიცია გვერდით უნდა გადაიდოს.

მოდით აქვე გავახსენოთ, რომ მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილება საბედნიეროდ, მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს", - წერს ნინო წილოსანი “ფეისბუქზე“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის