გიორგი ვაშაძე - ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ არის სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გარკვეული გადაადგილებები - ვაფრთხილებ შსს-ს, არ დაარღვიონ კანონი

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აფრთხილებს, არ დაარღვიოს და დაიცვას კანონი. შესაბამისი განცხადება გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა, სადაც მომიტინგეები უკვე მეორე დღეა ღამეს ათენებენ.

ვაშაძის თქმით, აქვთ ინფორმაცია სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გარკვეული გადაადგილებების თაობაზე, თუმცა მან მომიტინგეებს უთხრა, რომ თუკი მოხდება აქციის დაშლა, ამის თაობაზე შესაბამისმა უწყებამ წინასწარ უნდა გააფრთხილონ.

ვაშაძის თქმით, პროტესტი არის მშვიდობიანი და იმოქმედებენ მოვლენათა განვითარების შესაბამისად.

„როგორც ინფორმაცია მოგვაწოდეს, არის სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გარკვეული გადაადგილებები. ჩვენი პროტესტი არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, კანონის შესაბამისი. არ ვიცი რას აპირებენ, ზოგადად, ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ. კანონის შესაბამისად, თუ ისინი აპირებენ ჩვენს დაშლას, მათ წინასწარ უნდა მოგვაწოდონ ამის შესახებ ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ აქ ვართ ყველა ერთად. ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ძალა ერთობაშია!

რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა მოქმედებაც იქნება მათი მხრიდან. მთავარია ვიყოთ ერთად, ვიყოთ ყურადღებით, სწრაფად მოგვიწევს გარკვეული მოქმედებების განხორციელება. ვაფრთხილებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ დაარღვიონ და დაიცვან კანონი. აქ არის აბსოლუტურად მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომლის უფლებაც გვაქვს საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მათ კონსტიტუცია არ აინტერესებთ. ვალდებული ვართ, შევახსენოთ, რომ დაიცვან კანონი. ალბათ, ყველა ხედავთ, რომ არც შეიძლება ამაზე უფრო მშვიდობიანი იყოს ღამის პროტესტი. განსაკუთრებით მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდაა დღეს. მადლობა თქვენ, რომ აქ ხართ.ყველანი ერთად ვდგავართ, ვაგრძელებთ აქ ყოფნას. არაფერი ჩვენს განრიგში არ იცვლება, მედგრად ძლიერად ვართ. საქართველოს გაუმარჯოს!“, - მიმართა ვაშაძემ დემონსტრანტებს.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებით, მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი 17 ნოემბერს გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებოდნენ, თუმცა დასახელებული ვადის ამოწურვის შემდეგ, ლიდერებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ტერიტორიაზე პროტესტი ამ დრომდე, გრძელდება. ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის დამაკავშირებელ გზაჯვარდენიზე და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე