რუსებმა გლუხოვში საცხოვრებელ კორპუსს დრონით დაარტყეს, არის მსხვერპლი

უკრაინის სუმის ოლქის შოსტკინსკის რაიონის ქალაქ გლუხოვში რუსული დრონით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქის მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა გაიგეს და მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს Shahed-ის ტიპის დრონით დაარტყეს. მსხვერპლის რაოდენობა ამ დრომდე დგინდება.

მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იმყოფებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია