ნიკა მელია - ბრძოლა გაგრძელდება და მისი მასშტაბი და ინტენსივობა გაიზრდება

ბრძოლა გაგრძელდება, არც შეწყვეტილა. მეტიც - მასშტაბი და ინტენსივობა გაიზრდება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა მელიამ ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ განაცხადა.

მელიას თქმით, ბრძოლა მძლავრ პროტესტად გარდაიქმნება.

"ბრძოლა გაგრძელდება, არც შეწყვეტილა. მეტიც - მასშტაბის ინტენსივობა გაიზრდება. არ მგონია, ეს კითხვის ნიშნებს იწვევდეს. ეს ბრძოლა განვითარდება და გარდაიქმნება კიდევ უფრო მძლავრ პროტესტად", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის სრულად სამართალდამცავებს უკავიათ. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი განთავსებულია, როგორც ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, ისე ვარაზისხევზე, კეკელიძის ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე.

ტერიტორია, სადაც 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და კარვები იყო გაშლილი, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია - სამართალდამცავებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, კარვები კი დაშალეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს