ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატი - ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობაზე რჩება

ოკუპირებული აფხაზეთის ყველა ე.წ. სამინისტროს, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების, ხელმძღვანელები თავიანთ „თანამდებობებზე“ რჩებიან. შესაბამისი განცხადება ე.წ. დეპუტატმა კან კვარჩიამ გააკეთა.

მისი თქმით, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობას ტოვებს, მის მოვალეობას „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა შეასრულებს. თანამდებობას ასევე ტოვებს ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი და მის მოვალეობას ყოფილი „პრემიერ-მინისტრი“ ვალერი ბგანბა შეასრულებს.

ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო შენობები 19 ნოემბერს უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბჟანია „გადადგომაზე“ უარს განაცხადებს.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში