Reuters - ლიბანი და „ჰეზბოლა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდნენ

ლიბანი და „ჰეზბოლა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდნენ, თუმცა შინაარსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებით, - ინფორმაციას Reuters-ი ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეზე, ალი ჰასან ხალილზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ლიბანმა ქვეყანაში აშშ-ის ელჩს წერილობითი პასუხი გადასცა და თეთრი სახლის წარმომადგენელი, ამოს ჰოხშტეინი ბეირუთში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მიემგზავრება.

„ლიბანმა წარმოადგინა საკუთარი განმარტებები დოკუმენტზე პოზიტიურ ატმოსფეროში. ყველა შენიშვნა, რომელიც წარვადგინეთ, ადასტურებს გაერო-ს 1701 რეზოლუციის ზუსტ დაცვას მისი ყველა დებულებით,“ - აღნიშნა ალი ჰასან ხალილმა.

მან იგულისხმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელმაც „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის 2006 წლის ომი დაასრულა.

მისი პირობები მოითხოვს, რომ „ჰეზბოლას“ არ ჰყავდეს ჯარები ლიბან-ისრაელის საზღვარსა და მდინარე ლიტანს შორის.

ხალილის მტკიცებით, ინიციატივის წარმატება ახლა ისრაელზეა დამოკიდებული და რომ თუ ისრაელს არ სურს კონფლიქტის გადაწყვეტა, „მას შეუძლია 100 პრობლემის შექმნა“.

ისრაელს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში