გიგი უგულავა - იქცევიან ისე, როგორც სანადიროდ გასული ტურა - ჯგუფურად გამოვარდებიან, დაიჭერენ ვიღაცას, შეათრევენ - ფორმა რომ გახადო, ჩვეულებრივი ცხოველის ინსტინქტით მოქმედებენ

იქცევიან ისე, როგორც ტურა რომ გადის სანადიროდ. ჯგუფურად გამოვარდებიან, დაიჭერენ ვიღაცას, შეათრევენ. ფორმა რომ გახადო, ჩვეულებრივი ცხოველის ინსტინქტით მოქმედებენ და მოქმედებენ როგორც ცხოველები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, აქციაზე, სავარაუდოდ 3-4 ადამიანია დაკავებული.

„გარდა იმისა, რომ არაკონსტიტუციურია ეს ყველაფერი და უკანონო, უგუნურებაც არის. ვინც ოდნავ მაინც იცის პროტესტის განვითარების დინამიკა, ერთ ადგილზე დიდი ხანი გაჩერება მაინც არასწორია. ამიტომ აბსოლუტურად არარაციონალური და არაპროპორციული იყო. ჩვენ ვნახეთ ტექნიკის, ადამიანური ძალის აბსოლუტური მობილიზება. იქცევიან ისე, როგორც ტურა რომ გადის სანადიროდ. ჯგუფურად გამოვარდებიან, დაიჭერენ ვიღაცას, შეათრევენ. ფორმა რომ გახადო ჩვეულებრივი ცხოველის ინსტინქტით მოქმედებენ და მოქმედებენ როგორც ცხოველები. ჩვენს გეგმებში არაფერი იცვლება, პროტესტი ერთ ადგილას არ არის მიჯაჭვული. პროტესტი ყოველთვის მობილურია. საბოლოო ჯამში, ყველა მაინც პარლამენტთან უნდა მივიდეთ, იქ იქნება რუსული დუმის დამტკიცება. აქედან გამომდინარე, მოგვაწვებიან, ვივლით. გზა დაილევა ქალაქში, მოედანი თუ როგორ? ამ წუთას დაგვშლიან? ხალხი ემატება. ეს ჩვენ გეგმებში არაფერს შეცლის, პირიქით, უფრო მუხტის მომცემია. ჩვენს ყველა მეგობარს, აქტივისტს მინდა ვთხოვო რომ მოერიდონ დაჭერას. 3-4 ადამიანი დააკავეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო