„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ ტონა ტვირთი, რაც 0.7%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული მოცულობის 10.1 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.5 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.4 პროცენტი — ტრანზიტზე.

„2024 წლის III კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 76.9 პროცენტი მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 23.1 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე. 2024 წლის III კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 30.8 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 32.2 პროცენტი). 2024 წლის III კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 13.5 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 10.4 პროცენტის — რუსეთის ფედერაცია, 10.3 პროცენტის — სომხეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 65.8 პროცენტი). 2024 წლის III კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის2 განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 14.4 პროცენტი — ნიდერლანდები, 7.7 პროცენტი — თურქეთი, 4.9 პროცენტი — აშშ, 3.8 პროცენტი — უკრაინა, 3.3 პროცენტი — იტალია, 2.6 პროცენტი — ჩინეთი, 2.5 პროცენტი — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 10.1 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.8 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, 3.1 პროცენტისას — ჩინეთი, 2.1 პროცენტისას — თურქეთი, 1.5 პროცენტისას — საბერძნეთი, 1.3 პროცენტისას — აშშ, 1.1 პროცენტისას — რუმინეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.6 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, 16.6 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 14.2 პროცენტი — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე. 2024 წლის III კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 60.6 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 20.7 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 8.1 პროცენტი — სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტების სასაქონლო ჯგუფს. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (45.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (20.5 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.1 პროცენტი), ძირითადი ლითონები (6.9 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (3.6 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (37.4 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (27.7 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.0 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (9.5 პროცენტი). 2024 წლის III კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 84.3 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (46.6 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (22.7 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (15.1 პროცენტი).

2024 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 676.1 ათასი მგზავრი, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 327.0 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 46.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2024 წლის III კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 658.9 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.4 პროცენტს შეადგენს და 8.2 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17.3 ათასი მგზავრი, რაც 11.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 79.2 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 20.8 პროცენტი (2024 წლის III კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა