მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს - ბუნებრივია, ამას ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს!

არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს - ბუნებრივია, ამას ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს! - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძემ “კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის“ პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„იცით, რომ ერთი ღამის განმავლობაში დედაქალაქის პარალიზება მოახერხეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციამ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც წინა დღეების განმავლობაში საქართველოში ჩამოვიდნენ, აგენტურა წააქეზეს, მაიდნისკენ მოუწოდეს მათ და თავად მშვიდად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი, საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ჭავჭავაძის გამზირზე კარვები იყო გაშლილი. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა