კახა კალაძე ოთხი პარტიის მიერ ევროკავშირისთვის გაგზავნილ წერილზე - ეს არის მოღალატეობრივი ქმედება - ეს ადამიანები არიან მავნებლები და ცდილობდნენ ქვეყნის დაზიანებას

ეს ადამიანები არიან მავნებლები, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ქვეყანა დაეზიანებინათ და ამას ახლაც აგრძელებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილი წერილის თემის კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მსგავსი წერილის გაგზავნა არის მოღალატეობრივი ქმედება, რათა ქვეყანა დააზიანონ.

„მსგავსი შინაარსის წერილის გაგზავნა არის მოღალატეობრივი ქმედება. წერილი არ ყოფილა საჯარო და მათივე პარტიის წევრებმა მოგვაწოდეს. ეს ადამიანები თავიანთი ქმედებებით არიან მავნებლები, ყოველთვის ცდილობდნენ და ახლაც აგრძელებენ ქვეყნის დაზიანებას. გავიხსენოთ ასოცირების ხელშეკრულების დადების ფაქტი - ჰქონდათ მცდელობა, ეს პროცესი შეეჩერებინათ. ასევე, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დროს ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ. იგივე ხდებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით - კაბინეტებში დარბოდნენ, რომ როგორმე ქვეყანას აღნიშნული სტატუსი არ მიეღო. ამისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენეს. ამ სიბინძურეში ჩართული იყო სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც პირდაპირ აკეთებდა მოწოდებებს, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსის მიღებას.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, ვისაც სამშობლო უყვარს და მისი განვითარება-წინსვლა უხარია, ყველაფერს გავაკეთებთ. პირველ რიგში, შევინარჩუნებთ მშვიდობას და მოვახდენთ ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა