ხატია დეკანოიძე გამოძიებაზე - ეს პროცესი იმიტომ დაიწყეს, რომ თქვან, აი, რაღაცას ვაკეთებთო - მე კი არ უნდა დამკითხონ, არამედ ცესკო-ს წარმომადგენლები და ისინი, ვინც სერიოზულ სქემაში არიან ეჭვმიტანილები

ეს პროცესი იმიტომ დაიწყეს, რომ [თქვან] აი, რაღაცას ვაკეთებთო - მე კი არ უნდა დამკითხონ, არამედ ცესკო-ს წარმომადგენლები და ის ადამიანები უნდა დაკითხონ, რომლების ძალიან მძიმე და სერიოზულ სქემაში არიან ეჭვმიტანილები, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდგომ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მისთვის პროკურატურის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების გამოძიება „სანდო არ არის“.

„რადგან ეს არის დახურული სხდომა, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა იმ დარღვევასთან დაკავშირებით, რაც საჯარო სივრცეში და ასევე, რაც ჩემს სოციალურ გვერდზე არსებობს, პროკურორს და გამომძიებელს განვუმარტე. ამასთან, ინფორმაცია მივაწოდე მოსამართლეს, რომ ეს არის საჯარო სივრცეში ატვირთული დარღვევები. ისინი გულისხმობს ფარულობის დარღვევას, არაიდენტიფიცირებული პირების არსებობას საარჩევნო უბანთან დაკავშირებით და ა.შ. მეტ დეტალებში ვეღარ შევალ.

ჩემთვის, ეს სანდო პროცესი არ არის. ათასობით ვიდეომტკიცებულება არსებობს სხვადასხვა პორტალზე. რა თქმა უნდა, ამ ფაქტების გამოძიება მათი პრეროგატივა და ზოგადად, შედეგზე ორიენტირებული არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, პროცესი, რომელიც იმიტომ დაიწყეს, რომ [თქვან] აი, რაღაცას ვაკეთებთო. მე კი არ უნდა დამკითხონ, არამედ ცესკო-ს წარმომადგენლები და ის ადამიანები უნდა დაკითხონ, რომლების ძალიან მძიმე და სერიოზულ სქემაში არიან ეჭვმიტანილები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაკითხა. მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, თენგო თევზაძე, ლონდა თოლორაია.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ასევე, დაიკითხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი, თუმცა უწყებაში კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ინფორმაციას არ აჟღერებენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა