თინა ბოკუჩავა - მომავალ კვირას ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს, რომელშიც არჩევნების არაღიარებასა და გამოძიების მნიშვნელობაზე იქნება საუბარი - გადაწყვეტილება გამოძიებასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია

მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება - ეს არის საფუძველი იმის, რომ ხელახალი არჩევნების ჩაინიშნოს, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიუსელში ყოფნისას განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, მას შეხვედრები ევროპარლამენტარებთან ჰქონდა, სადაც 26 ოქტომბრის „მიტაცებულ არჩევნებთან“ დაკავშირებული საკითხი განიხილეს.

როგორც პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, მომავალ კვირას მიიღებს ევროპარლამენტი რეზოლუციას საქართველოზე, სადაც არჩევნების არ აღიარებაზე და მისი გამოძიების მნიშვნელობაზე იქნება საუბარი.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ევროპარლამენტში. რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში 1 000 დღე გავიდა. პრეზიდენტი ზელენსკი ევროპარლამენტარებს მიმართავს. ჩვენ ევროპარლამენტარებთან დილიდან გვქონდა შეხვედრები, განვიხილეთ 26 ოქტომბრის მიტაცებული არჩევნები. მომავალ კვირას ასევე იქნება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე, სადაც არჩევნების არ აღიარებაზე და გამოძიების მნიშვნელობაზე იქნება საუბარი. გადაწყვეტილება გამოძიებასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. საუბრები გვქონდა ევროკომისიაში, საგარეო უწყებაში, უშუალოდ საგარეო მინისტრებთან, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს. ასე რომ, მნიშვნელოვანი მომენტია აქ, ბრიუსელში, ევროპარლამენტში. ფაქტია, რომ 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, რაც ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოკუჩავა ევროპარლამენტარების ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს ხვდება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა