ირაკლი კუპრაძე - მელიქიშვილის გამზირზე დგომა არის გადამწყვეტი მაშინ, როცა წყდება ამ ქვეყნის ეროვნული და ევროპული მომავლის ბედი - სხვა არჩევანი და შესაძლებლობა არ არსებობს

აქ [მელიქიშვილის გამზირზე] დგომა არის გადამწყვეტი მაშინ, როცა წყდება ამ ქვეყნის ეროვნული და ევროპული მომავლის ბედი - სხვა არჩევანი და შესაძლებლობა არ არსებობს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ მელიქიშვილის გამზირზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

კუპრაძის შეფასებით, ხელისუფლება ძალადობრივი ქმედებებით ხელს უწყობს აქციის გაძლიერებას.

„აქ [მელიქიშვილის გამზირზე] დგომა არის გადამწყვეტი, მაშინ როცა წყდება ამ ქვეყნის ეროვნული და ევროპული მომავლის ბედი. სხვა არჩევანი და შესაძლებლობა არ არსებობს. მოქალაქეებს, ვისაც გააზრებული აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უნდა იდგეს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მელიქიშვილის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე და რუსთველის გამზირზე. ყველგან, სადაც ხდება გაპროტესტება მიტაცებული და გაყალბებული არჩევნების და ყველგან, სადაც ჩვენ საერთო ევროპული და ეროვნული მომავლისთვის ვიბრძვით.

ხელისუფლება [აქციის] ძალადობრივი დაშლით ხელს უწყობს აქციის გაძლიერებას. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა იმიტომ, რომ ვნახეთ მოქალაქეები, რომლებიც მას შემდეგ მოვიდნენ, რაც ძალადობრივი დარბევის შესახებ გაიგეს. ამიტომ რაც უფრო აგრესიული იქნება ხელისუფლება, მით უფრო მკაფიო და მკვეთრ პასუხს მიიღებს“, - განაცხადა კუპრაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის