ადვოკატების ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაკავებულ წევრებს - საბა სხვიტარიძესა და მანუჩარ ჩაჩანიძეს დაზიანებები აღენიშნებათ

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ საბა სხვიტარიძეს, ასევე, მანუჩარ ჩაჩანიძეს, რომლებიც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები არიან, დაზიანებები აღენიშნებათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატებმა განუცხადეს.

საბა სხვიტარიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ დაკავებული დიღმის სამმართველოში მოინახულა. მისი განმარტებით, ხვიტარიძეს დაზიანებები ყელის არეში თვალნათლივ ეტყობა. ასევე, სხეულის სხვადასხვა ადგილას დაჟეჟილობები აქვს, ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართავს.

„ძალის გადამეტება ფიქსირდება, დაკავების დროს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. სხვიტარიძეს ყელის მიდამოში აქვს ხელის ჭაჭერის კვალი, ასევე, თმით გათრევას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ლონდარიძემ.

რაც შეეხება მანუჩარ ჩაჩანიძეს, ის მისმა უფლებადამცველმა ბექა კვინიკაძემ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

კვინიკაძის თქმით, ჩაჩანიძეს დაზიანება გვერდის არეში აქვს მიყენებული. მას სამართალდამცავები დაკავების მომენტში გაუსწორდნენ. ადვოკატის განმარტებით, დაკავებული იზოლატორის ექიმმა გასინჯა და უთხრა, რომ ექოსკოპიის გადაღებაა საჭირო, რადგან ის ტკივილებს უჩივის.

კვინიკაძის თქმით, ჩაჩანიძეს არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ვიანიდან ის ბორდიურზე მდგომი დააკავეს.

ადვოკატმა ასევე მოინახულა დავით წოწორიაც, მას დაზიანებები არ აღენიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება