სოფო ჯაფარიძე - დღეს, კიდევ ერთხელ, ნათლად ვნახეთ მხდალი ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე - მეგობრებო, ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება მხოლოდ წინ, არცერთი ნაბიჯი უკან

დღესაც დავრჩეთ, კიდევ ერთხელ ვანახოთ, რამხელა ძალა გაქვთ. დღეს დაინახეთ, თქვენმა ძალამ როგორ დაახევინა მათ უკან, - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

ჯაფარიძის თქმით, ბრძოლა და პროტესტი ყოველდღიური იქნება.

„დღეს, ჩვენ, კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ მხდალი, მშიშარა ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია თქვენი, გამარჯვებული ქართველი ხალხის, რომელთაც მოჰპარეს ხმა, არჩევანი, მაგრამ ვერასდროს მოგპარავენ მომავალს. დიახ, დღეს, ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ადგილი და ვაგრძელებთ აქედან ბრძოლას, პროტესტს, რომელიც ყოველდღიური იქნება იქამდე, ვიდრე საბოლოო გამარჯვებამდე არ მივალთ. მეგობრებო, ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება მხოლოდ წინ, არც ერთი ნაბიჯი უკან, ყველა ნაბიჯი წინ - ევროპისკენ, წინ - გამარჯვებისკენ და წინ - ხელახალი არჩევნებისკენ.

დღესაც დავრჩეთ, კიდევ ერთხელ ვანახოთ, რამხელა ძალა გაქვთ. დღეს დაინახეთ, თქვენმა ძალამ როგორ დაახევინა მათ უკან, ძალიან მალე, „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს უკან დავახევინებთ. ეს დღე, ძალიან მალე დადგება. და ბოლოს, წარმატება საქართველოს ნაკრებს, ჩვენს ბიჭებს, რომელთაც დღეს თამაში აქვთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს