საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩეხეთთან დამარცხდა. ანგარიში ჩეხების სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების კარში პირველი გოლი მესამე წუთზე გავიდა, ხოლო მეორე 24-ე წუთზე.

საქართველოს ნაკრებიდან ჩეხეთს გოლი გიორგი მიქაუტაძემ მატჩის მეორე ტაიმში გაუტანა.

ამრიგად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპი მე-3 ადგილზე დაასრულა, საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად C დივიზიონის მეორეადგილოსანს შეხვდება. "ერთა ლიგის" B ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა ჩეხეთი, მეორეზე - უკრაინა, მესამეზე - საქართველო, ბოლო ადგილზე კი ალბანეთი.

„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ქალაქ ოლომოუცში შედგა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა