თსუ-ს პირველ კორპუსში აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი შევიდა, ისინი ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილია შესული.

მათ ერთ-ერთი აუდიტორიიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.

სტუდენტების განცხადებით, ისინი თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ და შენობაში ღამის განმავლობაში დარჩენას გეგმავენ.

“თსუ-ს კარი იყო ღია და, შესაბამისად, შემოვედით, როგორც კი დავინახეთ საშუალება. დაპირისპირება არ ყოფილა, დაცვის მხრიდან ვიგრძენით თანაგრძნობა და მხარდაჭერა. ჩვენი მიზანი არ არის, რომ აქ რამე დავაზიანოთ, პირიქით - მაგას გავაკონტროლებთ, რომ აქ არაფერი დაზიანდეს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ჯაბა სამუშიას გადადგომა და მიზნად გვაქვს, რომ ეს უნივერსიტეტი რეჟიმის მხრიდან მორჩილი ადამიანებისგან გაიწმინდოს. ჩვენი გეგმა არის ბოიკოტი, დაუმორჩილებლობა, სასწავლო პროცესის დროებით შეჩერება, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული და ამ ხერხებით ჯაბა სამუშიას შეცვლა. მის მიმართ აქამდეც ბევრი პრეტენზია იყო, არ მაქვს საუბარი მხოლოდ პოლიტიკური კუთხით. ძალიან დიდი პრობლემები არის ზოგადად მოწყობის მხრივაც. გაზაფხულზე “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შემოდიოდნენ, რომლებიც არ არიან სტუდენტები და ამ უნივერსიტეტის კედლებში საქმეებს გვირჩევდნენ, ეზოში სტუდენტებს სცემდნენ”, - განაცხადა “დაფიონის” წევრმა ზვიად ცეცხლაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენელმა ივანე ზანგურმა განაცხადა, რომ სტუდენტებმა კარი თავად გააღეს.

„სტუდენტებმა თავად გააღეს კარი, როგორ შეიძლება, კრაზანების ბუდეს ჰგავს აქაურობა, როგორ შეიძლებოდა, ჩვენ კარი ღია დაგვეტოვებინა?! დაკეტილი იყო, აწვალეს, გააღეს. აქედან საერთოდ არ ველოდით. მაღლა ვიყავი, უცებ, ბავშვების ხმა გავიგე, წამოვედი და ჩხუბს ხომ არ დავუწყებ და ჭიდაობას? გამორიცხულია, რომ რომელიმე კარი ან ფანჯარა ღია დაგვრჩენოდა. რას ვიზამთ, სტუდენტები არიან და წამოაყენებენ თავიანთ მოთხოვნას. თუ სამართლიანი იქნება, ღმერთმა ხელი მოუმართოს”, - განაცხადა ივანე ზანგურმა.

ამასთან, სტუდენტები მოუწოდებენ ჭავჭავაძის გამზირზე მყოფ, აქციის მონაწილე სტუდენტებს, შევიდნენ უნივერსიტეტის შიგნით.

აქციიის მონაწილეებმა აუდიტორიაში მყოფი სტუდენტები გააფრხილეს, იყვნენ ფრთხილად, რადგან პოლიცია უკვე შევიდა აუდიტორიაში მათ გამოსაყვანად.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში