რუსეთის თავდაცვის უწყება - კიევის რეჟიმი რუსეთში არსებულ ობიექტებზე დრონებით თავდასხმას შეეცადა

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 42 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, მათგან 32 ბრიანსკის ოლქში, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კიევის რეჟიმის მცდელობისას განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 42 უკრაინული თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, 32 დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე გაანადგურეს, 5 - სმოლენსკის ოლქის თავზე, 2 მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე და თითო უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის, ორიოლისა და როსტოვის ოლქების ტერიტორიებზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს