თსუ-ს მიმდებარედ სამართალდამცველები გამოჩნდნენ - მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირზე სკამების საშუალებით გზა ჩახერგეს

თსუ-ს მიმდებარედ სამართალდამცველები გამოჩნდნენ - მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირზე სკამების საშუალებით გზა ჩახერგეს

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე სკამების საშუალები გზა ჩახერგეს. პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღე, რაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მომიტინგეები გააფრთხილა, რომ შესაძლოა, დღესაც, წინა ღამის მსგავსად საპოლიციო ძალებმა აქცია დაშალონ.

ამასთან, ჭავჭავაძის გამზირზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. შსს-ს თანამშრომლები არიან განლაგებული კეკელიძის ქუჩაზეც.