სოფო ჯაფარიძე - ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ქართველი ხალხი მოპოვებულ გამარჯვებას არ დაიბრუნებს

ხელისუფლება ძალიან შეშინებულია, მათ ყველაზე მეტად ქართველი ხალხის ეშინიათ, გამარჯვებული ქართველი ხალხის, რომლებსაც ხმები მოპარეს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ქართველი ხალხი მოპოვებულ გამარჯვებას არ დაიბრუნებს.

„ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ თსუ „ხარებასა“ და მისი დაჯგუფების შტაბად აქცია - თსუ, რომელიც დაკეტილია სტუდენტებისთვის. სწორედ მაქედან დაიწყება ჩვენი ქვეყნის რუსეთისგან გათავისუფლება. გაგვიშვებენ ერთი ადგილიდან? გადავალთ მეორე ლოკაციაზე და ასე გაგრძელდება! ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ მოვიპოვებთ.

ჩვენ აუცილებლად მოპოვებულ გამარჯვებას დავიბრუნებთ.

ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ეშინია. ზუსტად იცის, რომ ძალა სწორედ ამ ხალხშია და საპროტესტო ტალღა სულ უფრო და უფრო გაიზრდება და საბოლოოდ მას უკან დახევა მოუწევს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს