სამხრეთ კორეელი დეპუტატი - კურსკში 10 900-მდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია განლაგებული, მათი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობს

10 900-მდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი განლაგებულია კურსკში, როგორც რუსეთის საჰაერო სადესანტო და სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილი, ზოგი მათგანი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიმდინარე ბრძოლებში უკვე მონაწილეობს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის წევრმა, პარკ სუნ-ვონმა დაზვერვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ ასევე გაგზავნა დამატებითი იარაღი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის, მათ შორის თვითმავალი ჰაუბიცები და მრავალი სარაკეტო გამშვები.

ამასთან, სამხრეთ კორეელი დეპუტატის ინფორმაციით, დაზვერვის ეროვნული სამსახური ცდილობს, დაადგინოს რა დანაკარგები განიცადა ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება