„საქართველოს ბანკის“ ESG მიმართულების ხელმძღვანელი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდა

„საქართველოს ბანკის“ ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ოსაძე გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, პირველი პანელური დისკუსია - „ფინანსური სექტორის წვლილის ზრდა კლიმატის ტრანზიციის პროცესში განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკებში“ მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა.

„ამ შეხვედრაზე ანა ოსაძემ საქართველოს ბანკის პრაქტიკაზე ისაუბრა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. მან მიმოიხილა ის გამოწვევები, რომლებიც მონაცემების ნაკლებობას უკავშირდება. მისი საუბარი, ასევე, შეეხო მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მდგრადი დაფინანსების კუთხით არსებობს და განიხილა სამომავლო გეგმებიც, რომლებიც ბანკს მდგრადობის მიმართულებით აქვს განსაზღვრული.

ამ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ:

სატოში იკედა, იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოს უფროსი მდგრადი ფინანსების მიმართულებით,

კონსტანცა შალშა, BPN Paribas-ის მდგრადი კორპორაციული და ინსტიტუციური საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი

მაიტე პინა, Lendable-ის მდგრადი დაფინანსების ხელმძღვანელი.

მეორე პანელურ დისკუსიაზე - „მდგრადი დაფინანსება: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“, ანა ოსაძემ საქართველოს ბანკში დანერგილი ინიციატივების შესახებ ისაუბრა. პანელი ორგანიზებული იყო გაერო-ს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ.

პანელური დისკუსიის მონაწილეებმა მკაფიო ანგარიშგების, რეგულაციების შესაბამისობისა და მდგრად დაფინანსებაში პასუხისმგებლიანი ინვესტირების პრაქტიკების შესახებ იმსჯელეს.

სესიაზე ასევე განხილული იყო საუკეთესო პრაქტიკები, გამოწვევები და ახალი სტანდარტები, რომლებიც აძლიერებს ანგარიშვალდებულებას და ორგანიზაციებს მდგრადი ფინანსური ინიციატივების განხორციელებაში ეხმარება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ პანელზე მონაწილეობა მიიღო გაერო-ს გლობალური შეთანხმების აზერბაიჯანის ქსელის ქვეყნის მენეჯერმა, სამირ მამადოვმა, აზერბაიჯანის მეწარმეობის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსმან ხალიევმა, თურქეთის განვითარების საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, იბრაჰიმ ოზთოფმა და Freedom Holding Corp-ის მდგრადობის მთავარმა ოფიცერმა ბაგლანა მუსინამ.

"მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაში და ვყოფილიყავი ორი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დისკუსიის სპიკერი. მდგრადი დაფინანსების საკითხი დროთა განმავლობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. იგი დაკავშირებულია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კულტურის ჩამოყალიბებასთან, რომელიც ორგანიზაციებს მდგრადობასა და დადებითი გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის მოხდენაში გვეხმარება. პანელურ დისკუსიაში ჩვენ ვისაუბრეთ მკაფიო, სტანდარტიზებული ანგარიშგების და მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის შექმნაზე. ასევე, მდგრადი ინვესტიციების როლზე. „საქართველოს ბანკში“ გვჯერა, რომ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდება მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბება“, - ამბობს ანა ოსაძე.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკში“, ESG სტრატეგია ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური ინსტიტუტი ESG კრიტერიუმებს ითვალისწინებს როგორც ბიზნეს დაკრედიტების, ისე შემდგომი მონიტორინგის, შესყიდვებისა თუ თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს