Reuters - ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად მზად არის

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად მზად არის, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ხუთ რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისას ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს და ასევე, მოითხოვს, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციებზე უარი თქვას.

კითხვაზე, რას შეიძლება დათანხმდეს ვლადიმერ პუტინი, რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პუტინი ფრონტის ხაზზე კონფლიქტის გაყინვას შესაძლოა, ზოგადად დაეთანხმოს.

სამი რუსული წყაროს განცხადებით, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ზუსტი დაყოფის შესახებ მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობს.

ასევე, ორი რუსი ოფიციალური პირის ცნობით, რუსეთი შესაძლოა მზად იყოს, რომ იმ მცირე ტერიტორიებიდან, რომელიც ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქებში დაკავებული აქვს, ჯარები გაიყვანოს.

მათივე თქმით, უკრაინის მიერ ATACMS-ის რაკეტების გამოყენების ნებართვის შესახებ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ შესაძლოა მოლაპარაკებები გაართულოს და რუსეთმა მოთხოვნები გააძლიეროს.

რუსულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ რუსეთი ბრძოლას გააგრძელეს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა