ირაკლი კირცხალია - ერთწინადადებიანი ანეკდოტია - სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა! - ზურაბიშვილია კონსტიტუციის დარღვევის და პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენების მედროშე

ერთწინადადებიანი ანეკდოტი ჟღერს ასე: - სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა! - თავად ზურაბიშვილია კონსტიტუციის დარღვევის და პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენების მედროშე, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას მტკიცებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ვერავითარი შედეგი ვერ დადგება და ვერც ახალარჩეული პარლამენტის შეკრებას შეეშლება ხელი.

„ვითომ კონსტიტუციონალისტების უტიფარი ტყუილია, რომ თითქოს პარლამენტის შეკრება რაიმე სახით შეიძლება შეფერხდეს. ეს არის სრული აბსურდი!

საკონსტიტუციო სარჩელებამდე იყო გამოძიება. რამდენიმე ადამიანი მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხა, სადაც მათ ვერავითარი ფაქტი და მტკიცებულება ვერ წარადგინეს.

ეს ყველაფერი არის უტიფარი პოპულიზმი!“ - განაცხადა კირცხალიამ.

გარდა ამისა, კირცხალია ოპოზიციას მიმართავს, რომ ვისაც პარლამენტის წევრობა არ სურს, რეგლამენტით დადგენილ პროცედურას მიჰყვნენ და მას შემდეგ რაც ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, მანდატის შეწყვეტაზე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადებები დაწერონ.

კითხვაზე, პარლამენტში ასეთი განცხადებების წარდგენის შემთხვევაში, უმრავლესობა მიიღებს თუ არა დადებით გადაწყვეტილებას და რამდენად მოსალოდნელია, რომ ოპოზიციას მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუნარჩუნდეს, კირცხალიამ განაცხადა, რომ „ჯერ დაველოდოთ და შევხედოთ, რა დღის წესრიგი იქნება“.

„ნაკლებად მგონია, რომ ეს ასე მოხდეს, მაგრამ აქ არის გუნდი - ჯერ პარლამენტი შეიკრიბოს, მთავრობა დამტკიცდეს, დღის წესრიგი შედგეს, ვნახოთ განცხადებები და შევხედავთ, რა პროცესები იქნება - ჯერ განცხადებები დაწერონ!“ - დასძინა კირცხალიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო