თამარ კორძაია - თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა კონსტიტუციის და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების საკითხზე შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადაეცემა, რადგან კორძაიას განმარტებით, ყველა მანდატი სადავოა.

„ეს პოსტი იმათთვის, ვისაც ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ჰგონია კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა!

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არჩევნების არაკონსტიტუციურად აღიარებასთან დაკავშირებით იმიტომ ითვალისწინებს უმოკლეს ვადებს (3 დღე), რომ აჩერებს პარლამენტის შეკრებას და მის ლეგიტიმაციას;

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას მოქმედებაში მოჰყავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-5 პუნქტის "ა" ქვეპუნტი, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია 150-ვე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, შესაბამისად, სამანდატო კომისიას არა აქვს მათი სიაში შეყვანის უფლება.

კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი გვაქვს 131-ე მუხლის მოქმედების შეჩერება და ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილების შეჩერებაც უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რადგან სადაო ყველა მანდატი.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან“, - განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.

შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე