ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში დაგეგმილ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამიტზე დონალდ ტრამპი და ილონ მასკი მიიწვია

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში დაგეგმილ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამიტზე დონალდ ტრამპი და ილონ მასკი მიიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მე ჩინეთი, აშშ და სხვა ქვეყნები უკვე მოვიწვიე. ასევე, მონაწილეობა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმაც დაადასტურა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისივე თქმით, ილონ მასკი, როგორც „ამ საკითხებში ჩართული ერთ-ერთი მსხვილი მეწარმეც“ მიწვეული იქნება.

ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამიტი საფრანგეთში 10-11 თებერვალს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს