გია ვოლსკის განცხადებით, სისულელეა, ახალმა პარლამენტმა სხდომა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე არ გამართოს, რადგან „ასეთი დაშვებით პარლამენტი არასდროს უნდა შეიკრიბოს, ვიდრე ხელისუფლებაში აკრობატ ელისაშვილს არ აირჩევენ"

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს, რომლითაც სახელმწიფოს მეთაური 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს, „აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა, ყოვლად უსაფუძვლოა.

მისივე თქმით, სისულელეა დაშვება იმისა, რომ ახალარჩეულმა პარლამენტმა პირველი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ გამართოს, რადგან „ასეთი დაშვებით პარლამენტი არასდროს უნდა შეიკრიბოს, ვიდრე ხელისუფლებაში აკრობატ ელისაშვილს არ აირჩევენ".

ვოლსკის მტკიცებით, „კანონში ასეთი ნორმა არ არსებობს".

„იმდენად თვალსაჩინოა თვალთმაქცობა და თაღლითობა, რომელიც ვითომ და, ხმების ფარულობის დარღვევას უკავშირდება, ვფიქრობ, რომ აქ სხვა გეგმაც არის ჩადებული - ეს არის გეგმა იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებულობაში დაადანაშაულონ!

მათ ლოგიკას რომ მივყვეთ, გამოდის, რომ არსებობს ფენომენალური ნიჭის მქონე ასობით ათასი ადამიანი, ვინ დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან" და შეუძლია, როცა ბიულეტენის უკანა მხრიდან წამიერად წერტილი გამოჩნდება, მიხვდეს, ეს წერტილი რომელი პარტიის გასწვრივ არის დასმული.

ეს წარმოუდგენელი ბრალდებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამის იქეთ ვერაფერი მოიპოვეს.

ფაქტია ისიც, რომ გამოუშვეს ქუდები, დროშები და მელნის ლაქები ბრენდად გაიხადეს. ისინი ამ შავი ლაქით შევლენ ისტორიაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი არჩევნების შედეგების გაუქმებაზე.

პრეზიდენტი ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევას დავობს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო