სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას უმასპინძლა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი - კოკა კაციტაძე, სამსახურის უფროსის მოადგილესთან - ნათია სონღულაშვილთან ერთად, ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) წევრებს: ნიკოლა კოვაშევიჩს და რაზვან ჰორაციუ რადუს შეხვდა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოკა კაციტაძემ, კომიტეტის რიგით მე-7 პერიოდული ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის წევრებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატზე, საგამოძიებო ქვემდებარეობაზე, გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ესაუბრა.

„სამსახურის უფროსმა დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ფუნქციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სამსახურის ინიციატივით განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელთა მეშვეობითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად, წინასწარი ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიეცათ.

ასევე, აღნიშნა, რომ სამსახურს მოწმისა და დაზარალებულისთვის დაცვის სპეციალური ღონისძიების დასანიშნად მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა - შეიქმნა მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო, რომლის თანამშრომლებიც ყოველდღიური რეჟიმით დაზარალებული მოქალაქეებისთვის. მათ შორის განმცხადებლებისთვის, უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, საქმის მასალების გაცნობას, დაცვის სპეციალური პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის საქმის მასალების გაცნობის პროცესის ორგანიზებას უზრუნველყოფენ.

კოკა კაციტაძემ ხაზი გაუსვა სამსახურის ინსტიტუციური გაფართოების საკითხს. პირველ ეტაპზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, ეფექტური მენეჯმენტის და გამოძიების მიზნების უზრუნველსაყოფად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაემატა მე-3 სპეციალიზებული სამმართველო, ასევე კახეთისა და სამეგრელოს რეგიონული სამმართველოები. ამასთან, მიმდინარეობს სამსახურის სათავო ოფისის მშენებლობა.

ასევე, არსებითად გაუმჯობესდა უწყების თანამშრომელთა უფლებრივი, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციის წევრებს დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლევან ვერულაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - შოთა კაკულია და ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სამდივნოს წარმომადგენელი - ელვინ ალიევი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა