ანა დოლიძე გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს  ანტონ ჰოფრეიტერს შეხვდა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრეიტერს შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დოლიძის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს.

„დღეს ანტონ ჰოფრეიტერთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ამასთანავე, საუბარი გვქონდა პერსონალურ სანქციებზე „ქართული ოცნების“ წევრებისა და მთავარი გამყალბებლების დასანქცირების შესახებ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს