ლევან ცუცქირიძე - ბრძოლა გაგრძელდება, იქნება აქციები, სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა ფორმით - კონკრეტული თარიღები გამოცხადდება, მაშინ, როდესაც საუკეთესო იქნება მიზნისთვის

ბრძოლა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, იქნება აქციები, იქნება სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა ფორმით , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, აქციების კონკრეტული თარიღები გამოცხადდება იმ დროს, რაც საუკეთესო იქნება მიზნის მისაღწევად.

„სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა ყველა მიმართულებით. ეს არის ბრძოლა შიგნით, ყველა შესაძლებლობის გამოყენება - სამართლებრივი, პოლიტიკური თუ სხვა ბერკეტები; ასევე, ბრძოლა საერთაშორისო მასშტაბით დიპლომატიაში; ასევე, სამოქალაქო პროტესტის მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კონსტიტუციური წინააღმდეგობის ფორმებით. ბრძოლა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, იქნება აქციები, იქნება სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა ფორმით. ამ ყველაფერს ვიტყვით ისე, როგორც საუკეთესო იქნება საერთო ამოცანისთვის. კონკრეტული თარიღები გამოცხადდება, მაშინ როდესაც იქნება საუკეთესო მიზნებისთვის“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება