შალვა პაპუაშვილი - ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ, შემდეგ დაბრუნდნენ ბრიუსელში და კეთილი ინებონ, საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკონ ქართველი ხალხის სახელით

ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და ხალხი რას ფიქრობს, იმას მოუსმინონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე "არადემოკრატიულ ქცევას" უწოდებს ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის მხრიდან "საქართველოს ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარს".

„იმას კი არა საკუთარი დაფინანსებული "ენჯეო" რას ელაპარაკება და ერთმანეთს რომ აქეზებენ, ხალხს მოუსმინონ, შემდეგ დაბრუნდნენ ბრიუსელში და კეთილი ინებონ, საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკონ ქართველი ხალხის სახელით, რომლის არჩეულიც არის ეს ხელისუფლება. ეს არის ყველაზე არადემოკრატიული ქცევა, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისგან. ეს არის ის ქცევა, რასაც ჩვენ ვხედავდით მოსკოვისგან, როდესაც ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა ხდებოდა და ამ ქცევას ახლა ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან. ამას უნდა დაანებოს ყველამ თავი. ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს. საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდათ ხალხს და გამოჩნდა კიდეც რაზე დებდნენ ფსონს, როცა მთელი სხეულით შესული იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში უცხოელი პოლიტიკოსები, ზოგი დიპლომატი თუ ასე შემდეგ და მიიღეს პასუხი ქართველი ხალხისგან და ახლა დაკმაყოფილდნენ ამ პასუხით“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "იმედის" ეთერში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს