ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის დაბრუნება შესაძლებელია დიპლომატიური გზით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მის რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიას იურიდიულად ვერასდროს აღიარებს რუსეთის ტერიტორიად. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას : მზად არის თუ არა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიის ნაწილის დასათმობად.

„არ შეგვიძლია იურიდიულად ვაღიაროთ უკრაინის რომელიმე ოკუპირებული ტერიტორია, როგორც რუსული. ეს ეხება იმ ტერიტორიებს, რომელთა ოკუპაციაც პუტინმა 2014 წლიდან, უკრაინაში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე განახორციელა. ჩვენ ამას იურიდიულად არ ვაღიარებთ, ჩვენ ამას არ ვღებულობთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა, ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს.

„მზად ვართ, დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ ყირიმი. ვერ დავკარგავთ ათობით ათას ჩვენს ადამიანს, რომ ყირიმის დაბრუნების გამო დაიღუპონ. გვესმის, რომ ყირიმის დაბრუნება შესაძლებელია დიპლომატიური გზით”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს