ირაკლი ქარსელაძე ბაქოში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ბაქოში მიმდინარე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მაღალი დონის - COP29 ფორუმზე, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიმსჯელეთ ურბანული განახლების, ინფრასტრუქტურის განვითარების და კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან დაბალანსებულ მიდგომებზე.

„გავუზიარეთ კოლეგებს ინფორმაცია ჩვენს წარმატებულ პრაქტიკებზე, იმ მასშტაბურ პროექტებზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი კომპონენტი, კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირების შესაბამისი ღონისძიებები და მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნის საინტერესო გამოცდილება”, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს წევრი ქვეყნების მინისტრების რიგით მე-3 შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში გაიმართა. მინისტერიალის თემა იყო ურბანიზაცია და კლიმატის ცვლილება.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ქარსელაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ურბანული განვითარების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას და კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად.

მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება გადამწყვეტ როლს ასრულებს, როგორც ქვეყნების ეკონომიკის გაძლიერებაში, ისე კლიმატის ცვლილებაში და ურბანული განვითარებისა და გლობალური კლიმატური პრობლემების ხანაში, სახელმწიფოების მიდგომა უნდა იყოს კომპლექსური და დაბალანსებული.

მინისტერიალის მონაწილეებმა იმსჯელეს მდგრად ურბანიზაციასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მრავალდონიან და მრავალ სექტორულ ღონისძიებებზე. აღნიშნეს, რომ ქალაქებმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში და მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა პრიორიტეტად აქციონ პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული მიზნის მიღწევა ქალაქების და რეგიონების ურბანიზაციის პროცესში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, მინისტერიალს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება