რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას დღეს დილიდან რაკეტებით უტევენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში, ასევე ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქებში, სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინის სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს" მითითებით, ელექტროენერგია გამოირთო.

ამასთან, რუსები თავს დაესხნენ დნიპროს. ამჟამად ცნობილია, რომ ქალაქში სამრეწველო ქარხანა დაზიანდა და ორი ხანძარი გაჩნდა.

„დღეს დილიდან აგრესორმა ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დნიპროში სამრეწველო საწარმო დაზიანდა. ქალაქში ასევე ორი ხანძარი გაჩნდა“, - განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს