დავით ნარმანია - ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ, 400 000 ლარი დაზოგეს

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნარმანიამ ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობა დადებითად შეაფასა.

„დადებითად ვაფასებ ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას, ნებაყოფლობითი ვაჭრობის პირობებში და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა კიდევ უფრო გააქტიურდება. მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დღემდე, ბირჟაზე რეგისტრირებულია 21 მონაწილე, ვაჭრობა შედგა 17,493.9 მგვტ.სთ-ზე, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა 130.54 ლარი/მგვტ.სთ შეადგინა. აღნიშნული დაბალია ესკო-ს საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასზე, რომელმაც 2024 წლის იგივე პერიოდში შეადგინა 154.31 ლარი/მგვტ.სთ. ეს კი ცხადყოფს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით შემთხვევაში ელექტროენერგიის შემსყიდველებმა დაახლოებით 400 000 ლარი დაზოგეს.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, შემუშავებულია რიგი რეგულაციები და მიმდინარეობს მუშაობა გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების განცალკევების საკითხებზე, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტით ნაკისრი ვალდებულებები“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

„20-22 ნოემბერს, თბილისში, 5 მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებისა და აღსრულების პოლიტიკის, მომხმარებლის დაცვის ეფექტიან მიდგომებს. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მსჯელობენ კარტელებთან ბრძოლის მეთოდებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ანტი-დემპინგური პოლიტიკის მართვის საკითხებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში