დავით კირთაძეს, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ცესკოს დატოვება მოუწევს - კირთაძე ცესკოს წევრობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვეღარ შეძლებს

ცესკოში პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს, რომელმაც 16 ნოემბრის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ცესკოს დატოვება მოუწევს - კირთაძე მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცესკოს წევრობას ვერ შეძლებს.

ამის მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დააკმაყოფილა და კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა.

კირთაძის დაჯარიმება საარჩევნო კოდექსის 91-ე პრიმა მუხლის საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვით, კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის სასამართლო პირს 500 ლარის ოდენობით აჯარიმებს. ამასთან, “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით (კოდექსის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, “გ“ ქვეპუნქტი) აკრძალულია კომისიის წევრად იმ პირის დანიშვნა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არის ცნობილი. ასეთი პირი ცესკოს წევრად სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში ვერ დაინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ახალარჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ცესკოს პარტიული შემადგენლობა ხელახლა - 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესაბამისად უნდა დაკომპლექტდეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო