კომპანია Geogian Bus - IBTM World 2024-ზე ინტენსიურად მიდის მოლაპარაკებები, მაქსიმალურად ვცდილობთ ევროპელი ტურისტი და ზოგადად ევროპული ბაზარი მოვიზიდოთ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფორმაციით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, ასევე კერძო კომპანიები მონაწილეობენ.

გამოფენის მნიშვნელობაზე Geogian Bus-ის დირექტორი შალვა ხუციშვილი საუბრობს, რომელიც აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა.

„IBTM World 2024 -ზე სხვადასხვა ქვეყნის ბევრი წარმომადგენელი ჩამოდის და საქართველოს მიმართ ამ გამოფენაზე საკმაოდ დიდია ინტერესია. IBTM World 2024 -ზე ინტენსიურად მიდის მოლაპარაკებები, მაქსიმალურად ვცდილობთ ევროპელი ტურისტი და ზოგადად ევროპული ბაზარი მოვიზიდოთ, რადგან ფრენის კუთხით ახლო ვართ და გვსურს მაქსიმალურად ბევრი ტურისტული მოვიზიდოთ დასავლეთ ევროპიდან. ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი ინტერესია: პოლონეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი“, - აცხადებს შალვა ხუციშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, IBTM World 2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა და კონგრესების ჩატარებას.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში