ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2024 წლის სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო მიიღო

სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო. მას, ჟურნალისტიკის რესურსცენტრს, აღმოსავლეთ პარტნიორობის 1200 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გადასცემს.

დაჯილდოება ავსტრიაში, ვენაში გაიმართა.

ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა და მისმა ხელმძღვანელმა, ნათია კუპრაშვილმა ჯილდო ე.წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ ბრძოლისათვის, საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი მედიისთვის დაცვისთვის მიიღო.

„პროპაგანდას მხოლოდ ძლიერი ადგილობრივი ჟურნალისტიკის საშუალებით შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ. გასული თვის არჩევნებმა საქართველოში მკაფიოდ აჩვენა, ავტორიტარიზმისაგან დასაცავად პრესის თავისუფლების აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, სადაც მედიას აკონტროლებენ რუსული პროპაგანდით გამსჭვალული ოლიგარქები. ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ერთად მუშაობენ, შეუძლიათ ცვლილებების მოტანა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებასა და დემოკრატიის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა.

“სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო” (Civil Society Award) 2018 წელს, 1 200-ზე მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საზოგადოების ორგანიზაციამ დააარსა და მისი მიზანი სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერაა, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას, მათი ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას და მოსახლეობის მხარდაჭერას.

ამასთან, ჯილდოს დაწესების მოტივაცია იყო ხაზგასმა, რომ სამოქალაქო სექტორი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების მთავარი მამოძრავებელია და მათი წარმომადგენლები დემოკრატიული ღირებულებების ხმამაღალი დამცველები არიან.

სამოქალაქო საზოგადოების ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა დროს იყვნენ:

  • 2018 – დავით პეტროსიანი (სომხეთი)
  • 2019 – Promo-LEX (მოლდოვა)
  • 2020 – ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოება (ბელორუსი)
  • 2022 – უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება (უკრაინა)
  • 2023 – ბელორუსის ჟურნალისტთა ასოციაცია (ბელორუსი)
  • 2024 – ჟურნალისტიკის რესურსების ცენტრი (საქართველო)

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი 2009 წელს, ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა რამდენიმე დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად დააფუძნა. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება დეზინფორმაციასთან ბრძოლა, დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა და რეგიონული მედიის გაძლიერებაა.

JRC ასევე დამფუძნებელია ერთადერთი რუსულენოვანი სატელევიზიო მაუწყებლის TOK TV, რომელიც რუსული დეზინფორმაციის საპირწონედ შეიქმნა. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი ასევე გახლავთ ინოვაციური ხელსაწყოს, მობილური აპლიკაციის Fact or Fake ავტორი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა