ადგურ არძინბა - ქართული ოლიგარქიის შემოღწევის საფრთხეს ვაცნობიერებთ

ქართული ოლიგარქიის შემოღწევის საფრთხეს ვაცნობიერებთ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოლიგარქიის ჩვენში შემოღწევის საფრთხეს ვაცნობიერებთ. იმის გათვალისწინებით, რომ ბატონმა ბჟანიამ რამდენიმე ქართველი დეპუტატი აფხაზეთში ფარულად ჩამოიყვანა და ჩვენი ინფორმაციით, რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს აქტიურად უკავშირდებოდა. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ბატონ ბჟანიას 1990-იან წლებში საქართველოსთან ომის დროს ჩვენი ხალხის შეიარაღებულ ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ის აფხაზეთის პოლიტიკაში მხოლოდ 2010 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა“, - განაცხადა ადგურ არძინბამ.

მისივე თქმით, „ახლა „ქართული ოცნება“ საკმაოდ დიდი ხანია, 2012 წლიდან არის ხელისუფლებაში, მაგრამ ურთიერთობების ფუნდამენტურად დარეგულირებისკენ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა”.

„არსებობს ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციებს, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ბიზნესის ნორმალურად მუშაობას სერიოზულ სირთულეებს უქმნის. მაგალითად, ამ კანონის გაუქმებით დაწყება შეიძლება.

მართალია, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, ამ მხრივ ყოჩაღ, მაგრამ უახლესი ისტორია მოწმობს, რომ მათ ხელისუფლებას საკმაოდ დრამატული მანევრების შესრულება შეუძლია. შეგახსენებთ, თბილისის ოფიციალური კურსი, მმართველი „ქართული ოცნების“ პირობებშიც კი, რომელიც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციისკენ კურსია. ჩვენ, ჩვენი ხალხები, საქართველო და აფხაზეთი ასობით წლებია რაც მეზობლები ვართ, დამიჯერეთ, ვიცით რაზეც ვსაუბრობთ. ამავდროულად, ჩვენი პოზიცია ნათელია, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. შერიგებისა და ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ნებისმიერი ნაბიჯი ამ მარტივი ნაბიჯით, ისტორიული და ფაქტობრივი რეალობის აღიარებით, უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა ადგურ არძინბამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე