ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია - დაჟინებით მოვითხოვთ საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმების გაუქმებას

ოკუპირებული აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია „არუაა“ ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო „შეთანხმების“ კანონპროექტის გაწვევას დაჟინებით მოითხოვს.

შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ გულიან რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ვაგრძელებთ საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმების გაუქმების დაჟინებულ მოთხოვნას. პარლამენტმა ხმა უნდა მისცეს ამ შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ, ან აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ის პარლამენტიდან უნდა გაიწვიოს“, - აღნიშნა გულიამ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, ასლან ბჟანია „თანამდებობიდან“ გადადგა, სანაცვლოდ კი, დემონსტრანტებმა „სამთავრობო“ შენობები დატოვეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ