პიტერ სტანო - თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ეს ესკალაციის კიდევ ერთი აშკარა ნიშანი იქნება

თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ეს ესკალაციის კიდევ ერთი აშკარა ნიშანი იქნება , - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ რუსეთის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ ცნობები დადასტურდება, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება და ესკალაციის აშკარა ნიშანი იქნება“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

მისივე თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშები იმის ნიშანია, რომ ვლადიმერ პუტინი დეესკალაციას არ ცდილობს.

შეგახსენებთ, უკრაინის საჰაერო ძალებმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დღეს დილით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა