მარნეულის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მახლობლად არქეოლოგიური გათხრები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოები 2020 წელს დაიწყო.

„კვლევის პროცესში აღმოჩენილია V-VI საუკუნეებით დათარიღებული დიდგვაროვნული სასახლე, სამარხი, ადამიანის ნეშტი და მრავალი მნიშვნელოვანი არტეფაქტი.

აღმოჩენილ არტეფაქტებს ადგილზე გაეცნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე.

სამუშაოები ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციის ფარგლებში, დავით მინდორაშვილის ხელმძღვანელობით.

აღნიშნული აღმოჩენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მარნეულის მუნიციპალიტეტის უნიკალურ კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს