სპეციალური საგამოძიებო სამსახური სიცრუეს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან  დაუკავშირდნენ და ხუთი პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სიცრუეს უწოდებს მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ სოციალურ ქსელში და შემდეგ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და ხუთი პოლიციელის თავდასხმაში და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს.

განცხადებაში აღინიშნება, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

უწყება განმარტავს, რომ მედიაში გავრცელებული „ცრუ ინფორმაციის“ შემდეგ, ლიზი თირქიასთან კომუნიკაციის დეტალების დაზუსტების და გამომძიებლის შესაძლო არაეთიკური ქცევის შესწავლის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი. ასევე განცხადების თანახმად, მოქალაქემ განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შემდეგ შეიტყო მისი დაბარების რეალური მიზეზი.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ სოციალურ ქსელში და შემდეგ მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს.

ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

განვმარტავთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლის მხრიდან ნამდვილად შედგა კომუნიკაცია მოქალაქე ლიზი თირქიასთან და შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაკავების გარემოებების და მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მოსვლა შეეთავაზა.

მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ, ლიზი თირქიასთან კომუნიკაციის დეტალების დაზუსტების და გამომძიებლის შესაძლო არაეთიკური ქცევის შესწავლის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი და განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შემდეგ შეიტყო მისი დაბარების რეალური მიზეზი.

ლიზი თირქია გამოიკითხა, განემარტა მისი უფლებები და შეეთავაზა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქმეში ჩართულ ყველა პირს საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

მედიასაშუალებას მოვუწოდებთ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ერთვის სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი მასალა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში