ვლადიმერ პუტინი - დასავლეთის მიერ უკრაინაში პროვოცირებულმა კონფლიქტმა გლობალური ხასიათის ნიშნები მიიღო

რუსეთის სიღრმეში დარტყმების შემდეგ კონფლიქტი გლობალური გახდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო გამოსვლის დროს განაცხადა.

“ამ მომენტიდან, როგორც არაერთხელ ხაზი გაგვისვია, აქამდე დასავლეთის მიერ უკრაინაში პროვოცირებულმა კონფლიქტმა გლობალური ხასიათის ნიშნები მიიღო”, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი უფლებას იტოვებს იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენოს იარაღი, რომლებიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ იარაღის გამოყენების უფლებას აძლევენ.

“საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების შემდგომი განლაგების საკითხი ჩვენს მიერ გადაწყვეტილი იქნება აშშ-სა და მისი სატელიტების ქმედებებზე დაყრდნობით. ჩვენი უახლესი სარაკეტო კომპლექსების შემდგომი ცდების დარტყმის ობიექტები ჩვენს მიერ იქნება განსაზღვრული რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საფრთხეებიდან გამომდინარე. ვთქვით, რომ უფლება გვაქვს ჩვენი იარაღი გამოვიყენოთ იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების უფლებას იძლევიან. ხოლო აგრესიული ქმედებების ესკალაციის შემთხვევაში ასევე გაბედულად და სარკისებრ ვუპასუხებთ”, - განაცხადა პუტინმა.

მან ასევე “დაფიქრება ურჩია” იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ თავისი სამხედროების გამოყენების “გეგმებს აწყობენ”.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა