რუსულმა ძალებმა სუმს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 12 ადამიანი

უკრაინის ქალაქ სუმში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.

„მტერმა „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რეგიონული ცენტრის საცხოვრებელ მიკრორაიონს შეუტია“, - აცხადებენ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

წუხელ, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატები ქალაქ სუმისკენ მიემართებოდნენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!