ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ანტისემიტური გადაწყვეტილება მიიღო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მისი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს.

„ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ანტისემიტური გადაწყვეტილება დრეიფუსის თანამედროვე სასამართლო პროცესია და ის ასევე დასრულდება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის თქმით, ჰააგის სასამართლო მათ შიმშილის მიზანმიმართულ პოლიტიკაში ადანაშაულებს მაშინ, როცა ღაზას მოსახლეობის გამოსაკვებად 700 000 ტონა საკვები მიაწოდეს და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს მილიონობით ტექსტურ შეტყობინებას უგზავნიან.

„ისრაელი არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ არსებობს „გონივრული საფუძველი“ იმის დასაჯერებლად, რომ მათ ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე