შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან

მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ იმ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ოპოზიცია ხალხის დაზიანებას და ვიზალიბერალიზაციისთვის საფრთხის შექმნას ცდილობს.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გიორგი კანდელაკის მორალის მქონე ადამიანებთან. გახსოვთ, როდესაც ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებაზე იყო საქმე, საბოლოოდ, დაუდასტურებელ ინფორმაციად იყო ის, რომ გიორგი კანდელაკს და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ ლიდერებს ბრიუსელის დერეფნები ატალახებული ჰქონდათ იმ მოთხოვნით, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ დაეწესებინათ. ეს მაშინ ჩვენ ვიცოდით, როგორც მოარული ამბავი, რომელიც საჯაროდ არავის დაუდასტურებია, ახლა ხომ ვნახეთ, რომ ეს ხალხი ამის გამკეთებელია?! ეს არის გიორგი კანდელაკის მორალის მქონე ხალხი, რომელსაც სამშობლოს შეგრძნება არ აქვს. მათ ეს კუთვნილება, რა არის შენი სამშობლო, შენი ქვეყანა, ერი, შენი ხალხი, არ აქვთ. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ისინი დავალებებს რასაც იღებენ, ზუსტად ისე მოქმედებენ. ამდენი ხანი ხომ იმუქრებიან, რომ პერსონალური სანქციები უნდათ, ახლა ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ, რომელიც ბრიუსელში ბრძანდებოდა და ზუსტად გიორგი კანდელაკის მორალით ატალახებდა ბრიუსელის დერეფნებს, გაგვიმხილა, რომ პერსონალური სანქციების დაწესება ვერ ხერხდება, მაგრამ გამოსავალი ვნახეთ - ეს არის ის, რომ იქნებ ხალხი დავაზიანოთ და ვიზალიბერალიზაციაზე რამე გავაკეთოთო. ასეთი მორალის ხალხმა, საერთოდ როგორ მიიღო ერთი ხმა ამ ქვეყანაში? მათთვის ეს სამშობლო არ არის, ავანსცენაა იმისთვის, რომ გამოვიდნენ, თავი მოიწონონ, აქეთ-იქით იარონ, ხელი ჩამოართვან, ვიღაც უცხოელებთან ერთად ფოტოები გადაიღონ. მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ იმ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო