ვიქტორ ორბანი - ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემით თავხედური და ცინიკური გადაწყვეტილება მიიღო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით თავხედური და ცინიკურია, - ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაქსი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ეს არის კანონის საფარქვეშ კონფლიქტში ჩარევა, რომელიც განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით. სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

მისი მტკიცებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს.

ზოლტან კოვაქსის ინფორმაციით, ვიქტორ ორბანმა ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში მიიწვია და ვიზიტის დროს ხელშეუხებლობაში დაარწმუნა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ არსებობს „გონივრული საფუძველი“ იმის დასაჯერებლად, რომ მათ ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე