ჯემალ გამახარია - 2025 წლის 9 მაისის ღონისძიებაზე მიწვევა მოსკოვიდან ბჟანიას სახელზე მოდის, 7 თვით ადრე ბჟანიას ეპატიჟება - ყველაფერი ნათელია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გათვლა არის ბჟანიაზე

ფაქტია, რომ რუსეთი კვლავ ფსონს დებს ბჟანიაზე - აფხაზებსა და ქართველებს ერთი ინტერესი გვაქვს, აფხაზებისა და აფხაზეთის გადარჩენა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი საქართველოთი და არა რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიითა და კოლონიზაციით, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარია, „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა ბოლო პერიოდის განმავლობაში აფხაზები აიძულა, მიეღოთ ისეთი კანონები და ხელი მოეწერათ ისეთ შეთანხმებებზე, რომლებიც ნიშნავს აფხაზეთის მიერ იმ ფორმალური დამოუკიდებლობის დაკარგვასა და რუსეთის სამართლებრივ სივრცეში შესვლას.

„ფაქტია, რომ რუსეთი კვლავ ფსონს დებს ბჟანიაზე. მაშინ, როცა ამბოხებულების მიერაა დაკავებული შენობები, ბჟანია გაქცეულია, ბჟანიას სახელზე მოსკოვიდან მოდის 2025 წლის 9 მაისის ღონისძიებაზე მიწვევა. პუტინი, 7 თვით ადრე ბჟანიას ეპატიჟება. ეს ამბები რომ არ მომხდარიყო, მარტში მაინც იყო მორიგი არჩევნები. ე.ი თებერვალში ჩატარდება თუ მარტში ჩატარდებოდა არჩევნები, მაისში პრეზიდენტის რანგში პუტინი ბჟანიას მოსკოვში ზეიმზე მაინც იწვევს. რამდენიც არ უნდა აცხადონ მათ, რომ სულერთია ვის აირჩევენ, ყველაფერი ნათელია, გათვლა არის ბჟანიაზე.

რუსეთმა ბოლო პერიოდის განმავლობაში აფხაზები აიძულა მიეღოთ ისეთი კანონები და ხელი მოეწერათ ისეთ შეთანხმებებზე, რომლებიც ნიშნავს აფხაზეთის მიერ იმ ფორმალური დამოუკიდებლობის დაკარგვასა და რუსეთის სამართლებრივ სივრცეში შესვლას. აფხაზებსა და ქართველებს ერთი ინტერესი გვაქვს - აფხაზებისა და აფხაზეთის გადარჩენა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი საქართველოთი და არა რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიითა და კოლონიზაციით“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის