თინა ბოკუჩავა - 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, შევიკრიბებით თსუ-თან იმისთვის, რომ აღვნიშნოთ „ვარდების რევოლუციის“ 21 წლისთავი, როგორც მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

ხვალ, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, შევიკრიბებით თსუ-თან იმისთვის, რომ აღვნიშნოთ „ვარდების რევოლუციის“ 21 წლისთავი, როგორც მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი პრეზიდენტი სააკაშვილი კი დღეს საზოგადოებას მიმართავს არა თავისუფალი, არამედ გისოსებს მიღმა, რომლის ხმაც თავისუფლების ჟინით არის გაჯერებული, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ვარდების რევოლუცია“ ქვეყნისათვის იყო მაგალითი და გაკვეთილი, რომ ტოტალიტარიზმისგან, ავტოკრატიული მმართველობისგან, კორუფციისგან და გაჭირვებისგან ხსნა მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით მიიღწევა.

“ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, 21 წელი გავიდა „ვარდების რევოლუციიდან“, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები მოიტანა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და რომელმაც მოგვცა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დაგვეტოვებინა ჩვენი საბჭოთა მემკვიდრეობა და წავსულიყავით წინ ევროპისკენ, რომლის სათავეშიც იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც სწორედ „ვარდების რევოლუციის“ მიღწევების და მემკვიდრეობის გამო დღეს საზოგადოებას მიმართავს არა თავისუფალი, არამედ გისოსებს მიღმა. თუმცა მისი ხმა უფრო მკაფიოა, უფრო თავისუფლების ჟინით არის გაჯერებული, ვიდრე ოდესმე იქნება იმ ადამიანების, რომლებიც ემსახურებიან ივანიშვილის რუსულ მოღალატეობრივ საქმეს.

მნიშვნელოვანი დღეა ხვალინდელი დღე, ხვალ 15:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იმისთვის, რომ აღვნიშნოთ „ვარდების რევოლუცია“, როგორც მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც მოგვცა იმის გაკვეთილი, რომ ტოტალიტარიზმისგან, ავტოკრატიული მმართველობისგან, კორუფციისგან, გაჭირვებისგან ჩვენ, ჩვენი თავის ხსნა მხოლოდ ჩვენი ბრძოლით შეგვიძლია. ეს იყო სწორედ ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ „ვარდების რევოლუციის“ დროს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილის ლიდერობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, თუმცა ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ დღესაც გვაქვს ჩვენ ეს ძალა, რომ ჩვენი ერთიანობით და ჩვენი ბრძოლით ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და დავუბრუნოთ ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის